პრემიერმინისტრის განკარგულებით, 50 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეები, რომლებიც თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, მთავრობისგან 200 ლარს მიიღებენ. იგივე "წახალისებას" მიიღებენ 1 იანვრიდან აცრილები.
"50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები", - წერია განკარგულებაში.
ცნობისთვის, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც "ბუსტერ" დოზას გაიკეთებენ, 100 ლარი გადაეცემათ.