პოლონეთი უკრაინას თავდაცვით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება მივიღეთ, უკრაინას თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდოთ - განცხადება ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პაველ სოლოხის თქმით, უკრაინას შეთავაზება უკვე გაუკეთეს და ახლა პასუხს ელოდებიან.

გადაწყვეტილება, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი