
ე.წ. რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმეზე დღეს დაცვის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. გიგა სულაძემ, რომელიც სადავო წლებში ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა სასამართლოს ინფორმაცია სარეკლამო ხელშეკრულებებსა და ინტერმედია და ინტერმედია + სთან დადებულ ხელშეკრულებებზე მიაწოდა.
დაცვის მხარეს გამოსაკითხი კიდევ 3 მოწმე დარჩა, რომელთა შორის ქიბარ ხალვაშიცაა. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლოს ჩვენებას უკვე ბრალდებულები მისცემენ.
ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზეც დადასტურდა ბრალდების აბსურდულობა და ის, რომ საქმე გვაქვს ნიკა გვარამიას პოლიტიკურ დევნასთან.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.