კუპრავამ სამინისტროს მიმართა ბაკურიანში, ღარიბაშვილის ცოლის მეზობლად ტყე გადასცენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს წევრი ბაკურიანში, პრემიერის მეუღლის მეზობლად, ტყის ნაწილის იჯარით გადაცემას ითხოვს. ზვიად კუპრავამ შესაბამისი განაცხადი სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს შეიტანა.

კუპრავა ამტკიცებს, რომ თუ ღარიბაშვილის ცოლისთვის მიწის გადაცემა კორუფციული გარიგების საფუძველზე არ მომხდარა, მაშინ მისი განცხადებაც უნდა დაკმაყოფილდეს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრიც ამტკიცებს, რომ იჯარის მოთხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ცნობისთვის, ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყეზე, ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი ჯარით გადაეცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი