
"დროას" წევრებმა უკრაინის მხარდამჭერი პერფორმანსი ზუგდიდშიც გამართეს. მარიამ სიჭინავა წერს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან დროშაზე ხელის მოსაწერად არავინ მისულა, ამიტომ აქტივისტები მერიის შენობათან თვითონ მივიდნენ.
შედეგი არც ამ მცდელობას მოჰყოლია.
"ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო ქართულმა ოცნებამ თავი. მათგან არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა დროშაზე ხელის მოსაწერად. რადგან ისინი არ მოვდინენ, თან საჯარო მოხელეებსაც აუკრძალეს მოსვლა, გადავწყვიტეთ ჩვენ მივსულიყავით მერიაში და კიდევ ერთხელ, გვეთხოვა მოეწერათ ხელი.
სხვადასხვა პასუხები მივიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი აიპის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ არ იცოდა მის ხელმოწერას სად წავიღებდი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რატომ არ არის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, აქამდეც ვიცოდი რომ რუსული პროექტი იყო", - წერს მარიამ სიჭინავა.
ამავე თემაზე: