
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილი კრემლის პროპაგანდისტი - ვლადიმერ სალავიოვი თავის გადაცემაში რუსი ოპოზიციონერის, გუდკოვის თბილისში არშემოშვებას ეხმაურება და ცინიკური კმაყოფილებით აღნიშნავს:
"აი ნახეთ, ქართველებმაც კი საკადრისი პასუხი გასცეს მორიგ ნაძირალას, ახლა უცებ საქართველო აღარ უშვებს თავის ტერიტორიაზე ნავალნისტებს. ადრე სობოლი იყო, ახლა გუდკოვი" ამბობს ის ანატოლი შართან, უკრაინელ პოლიტოლოგთან იტერვიუს დროს.
შარი თავის მხრივ ამატებს, რომ საქართველოში "პრორუსული ხელისუფლებაა".
რუსი ოპოზიციონერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 იანვარს გაადეპორტეს.