მთავარია, სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილი ჩავიტანოთ - "დროას" ლიდერები კიევში გაემგზავრნენ

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტია "ლელოსთან" ერთად ისინი კიევში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. პარტიის წევრები რადას დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

"მთავარი ეს არის ჩავიტანოთ ის სოლიდარობის და მხარდაჭერის გზავნილი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქეებში. ჩვენ ასევე ჩაგვაქვს კონკრეტულად მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი დროშები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, ასახავს იმ განწყობებს რაც არის საქართველოში, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ასახავს ჩვენი მთავრობის ქმედებები", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დღეს კიევში ვიზიტს გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი