ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნდა:

დღეს ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. ის ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტში მასთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც იმყოფება.

ოპოზიცია მიქსერთან, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხსა და  დემოკრატიული რეფორმების უკუსვლაზე ისაუბრებს.

ვიზიტის ბოლოს სვენ მიქსერი საქართველოზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი გუშინ საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი