ბიტკოინების ქარხანა გორის კულტურის სახლში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მაინერები საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ რამდენიმე ჩინოვნიკს ხელბორკილები დაადეს თუმცა, მათი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.
ჩვენი კორესპონდენტი ამ წუთებში არკვევს დეტალებს და პირდაპირ ჩართვას მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.