თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინაში ჩავა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინაში ჩავა. ის კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. თურქეთი რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვაში შუამავლად მიიჩნევა, თუმცა ერდოღანმა თქვა, რომ ის არ აირჩევს არცერთ მხარეს ამ კრიზისში.

"ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ რეგიონში და ამისთვის ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი", - თქვა ერდოღანმა გასულ თვეში.

ერდოღანს სურდა, სამივე ქვეყნის ლიდერებს შორის საერთო სამიტი გაიმართოს, თუმცა პროცესში შეფერხდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა კიევს საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა.

უკრაინაში უკვე იმყოფებოდა ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი. ვიზიტის შემდეგ ის პუტინს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა, რომ უკრაინის საზღვარზე შეჭრა "ტრაგიკული შეცდომა" იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი