"მთავარის" ინფორმაციით, გორის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღიარა, რომ აღმოჩენილი მაინერები მას ეკუთვნოდა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დამატებით კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და ამბობენ, რომ დეტალებზე "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" ვერ ისაუბრებენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აღმოჩენილია ბიტკოინების ქარხანა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაში წლების განმავლობაში მუშაობდა და რომლითაც კონკრეტული ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ.

წყაროს ცნობით, ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა, თუმცა თავად ქვათაძე კითხვებს არ პასუხობს. მომხდარზე არ საუბრობენ სხვა მაღალჩინოსნებიც.

კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი, გელა კაპანაძე ამტკიცებს, რომ შენობაში მაინერების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ. გიორგი ქვათაძე იყო მოადგილე, როდესაც მე მივედი. არ ვიცი რაზეა საუბარი", - ამბობს კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გორის საკრებულოში, კახა ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები მსგავსი საქმეებით ხშირად არიან დაკავებული, თუმცა იმის გამო, რომ მმართველი პარტიის "შავ დავალებებს" ასრულებენ, პოლიცია მათ მიმართა ლოიალურია. 

"კიდევ ერთი საოცრება მოხდა გორში, ამ შენობაში, სადაც კრიპტოვალუტის მინი ქარხანა ჰქონდათ, სადაც მოიხმარდნენ სახელმწიფო ელექტროენერგიას. ესენი არიან ხშირ შემთხვევაში აქტივისტები "ქართული ოცნების", რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამა თუ იმ შავი დავალების შესრულებაში. ამიტომ მათ მიმართ სამართალდამცავები არიან ლოიალურები", - თქვა კახა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, გორის კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა, ჯამში კი ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

ამავე თემაზე:

​ბიტკოინების ქარხანა გორის კულტურის ცენტრში | "მთავარის" ინფორმაციით, საქმეზე მაღალჩინოსანი დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი