ახალი კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია, ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს - ჰოჯესი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

"ახალი კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია" - ასე აფასებს ამერიკელი სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი უკრაინაში შექმნილ ვითარებას.

ამ თემაზე მან "საქართველოს უნივერსიტეტის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"მე ვიყავი კიევში გასულ კვირას, სადაც ხუთ ყოფილ ამერიკელ ელჩთან ერთად ჩავედი. შევხვდი რადას რამდენიმე წევს სხვადასხვა პარტიებიდან, ასევე რადას სპიკერსა და პრეზიდენტ ზელენსკისაც. ამ შეხვედრებიდან წამოვედი შთაბეჭდილების ქვეშ, რადგან უკრაინელების საბრძოლო სული დავინახე. 2014 წლიდან განსხვავებით ახლა უფრო მზად არიან ფსიქოლოგიურად. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია, ჩემი აზრით და ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის ეკონომიკურად, რადგან პუტინის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოიშალოს, შემდეგ კი მიაღწიოს სტრატეგიულ მიზანს, რომ უკრაინა წარმოჩინდეს არშემდგარ სახელმწიფოდ და შედეგად მთავრობაც ჩამოიქცეს", - თქვა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

კონფერენციაში "უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში" საქართველოს, შეერთებული შტატებისა და ევროპის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი