"ვერ გეტყვით..."- გაბუნია კითხვაზე, სად გადის ღარიბაშვილი იზოლაციის დღეებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან არ აკონკრეტებს სად გადის ინფიცირებული პრემიერი იზოლაციის დღეებს. მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვიდეოკადრები გავრცელდა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ინფიცირებული ღარიბაშვილი შესაძლოა სამსახურში დადიოდეს.

"ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ნამდვილად", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის "ომიკრონის" შტამი 31 იანვარს დაუდასტურდა. მთავრობის ინფორმაციით, ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი