გორის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რომელიც სამსახურში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა, თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძემ, რომელიც სამსახურში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა, თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა.

გიორგი ქვათაძეს მაინერები იმ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ჰქონდა დამონტაჟებული, რომლის თანამშრომლებსაც წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე და დამოუკიდებელ მედიაზე ბრძოლის იარაღად იყენებს. 

გორში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მაინერები ამოიღეს. წყაროს ცნობით, დააკავეს გიორგი ქვათაძე და მასთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს ცენტრის მაღალჩინოსნებიც, თუმცა მოგვიანებით, ყველა მათგანი გაათავისუფლეს. 

კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა, ჯამში კი ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი