ბელარუსი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბელარუსი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა 24 იანვარს უკანონოდ გადაკვეთა ბელარუსის საჰაერო სივრცე. მათივე მტკიცებით, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ "ის გაშვებული იყო უკრაინის ტერიტორიიდან ბრესტკის სამხედრო პოლიგონზე უკანონო სადაზვერვო საქმიანობის მიზნით".

ბელარუსი უკრაინას ესკლაციის პროვოცირებაში ადანაშაულებს

ბრალდებას ტვიტერით პასუხობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო და ბელარუსს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ის უარყოფს დრონების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტს.

ბელარუსი მინსკს მოუწოდებს: "არ ჩაერიოთ რუსეთის რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში. ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე მშვიდობა მთელი რეგიონის ინტერესშია" - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი