"უკრაინა თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი და საზღვაო მეზობელია" - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი კიევშია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოს წევრი მესამე ქვეყნის ლიდერია რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგას მარიის სასახლეში უმასპინძლა. როგორც ცნობილია მხარეებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარება, ქვეყნებში შორის არსებული თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ახალ სავაჭრო შეთანხმება იყო.

კიევში ჩასვლამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიფინგი გამართა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ღიად კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი