დასავლეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ეს 2019 წლის შემდეგ მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება. შეხვედრა მიზნად ისახავს მოსკოვსა და ჩინეთს შორის კავშირების გაძლიერებას, მაშინ, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მუდმივად იზრდება. 

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. 

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პუტინის თქმით, მოსკოვი და პეკინი "მნიშვნელოვან სტაბლიზატორის როლს" თამაშობენ გლობალურ საქმეებში.

რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა "ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, მოეხდინა სპორტის პოლიტიზება მათი ამბიციების სასარგებლოდ", რაც აშკარად მიუთითებს აშშ-სა და მისი ზოგიერთი მოკავშირის მიერ ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი