მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაიწყო | პირდაპირი ეთერი

გამოქვეყნდა:

საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრება, რომელიც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გარდა ამისა, პროკურატურა მოწმეებსაც წარადგენს. 

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი