პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა, ბრძოლას აქვს აზრი, რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, დამოკიდებულია თქვენზე - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები" - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელობა შეიძინა.

"პრაქტიკულად, წავართვით გუშინ წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, მეოთხე სიდიდის, რუსთავი.  უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი, ისევე როგორც, მინდა გითხრათ, რომ რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი