ზალკალიანი უკრაინის ელჩს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სთხოვს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის. კერძოდ, დავით ზალკალიანი ინტერესდება - ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. 

დავით ზალკალიანი განმარტავს, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაცია ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია და ოფიციალური კორესპონდენციის მოლოდინშია.

მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა. ჩვენი პირველი კითხვა, რაც უკრაინელ ელჩთან იყო, წარმოედგინა დოკუმენტურად, რასთან გვაქვს საქმე, ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, - აცხადებს ზალკალიანი. 

უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი