დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა რომ ფაქტი იყო დადგმული და წინასწარ შემუშავებული - ადვოკატი უგულავას საქმეზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი დასრულდა. საქმეზე განაჩენი შესაძლოა თვის ბოლოს გამოცხადდეს. უგულავას გამოძიება ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები - საინფორმაციო-ტექნიკური ექსპერტი და აეროპორტის თანამშრომლები გამოიკითხნენ. 

"დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა იმ შემთხვევის და იმ ვიდეოჩანაწერის ოქმზე ნამდვილობა, სადაც კარგად ჩანს, რომ აღნიშნული ფაქტი იყო დადგმული, წინასწარ შემუშავებული, როგორ მივიდნენ პროვოკაციაზე გავაშელიშვილი და პარკაძე გიგი უგულავასთან, მის მაგიდასთან, როგორ მოუწყვეს პროვოკაცია და ამას მოჰყვა მერე ის დაპირისპირება და ინციდენტი", - თქვა გიორგი გელხაურმა.

პროკურატურა ამბობს, რომ თუ უგულავა ამნისტიას დათანხმდება იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. გიგი უგულავა კი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ამნისტიის მიღებას არ აპირებს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი