რადას დეპუტატის, ივანა კლინკუშ-ცინცაძე ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კიევში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს ვიზიტი გააუქმა.
მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მალე უკრაინაში საქართველოდან ოფიციალური პირებიც ჩავლენ.
"საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები შეიმუშავეს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინაში ბევრი დასავლელი პარტნიორი ჩამოვიდა და ჩვენ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს, დიდი სურვილი მაქვს და ველოდებით, რომ მალე ქართველი ოფიციალური პირებიც ჩამოვლენ. ინფორმაცია გვქონდა, პარლამენტის უმრავლესობის წევრებს ჩამოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა მათ ეს ვიზიტი გააუქმეს.
მადლობელი ვარ ქართველი ოპოზიციონერების, რომლებიც დღეს აქ არიან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ თავისუფალ სამყაროს ებრძვის, თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ვერ გადარჩება საქართველოც, ამიტომ ჩვენ ინტერესებშია, რომ საერთო მტერს ერთიანი ძალებით დავხვდეთ", - თქვა რადას დეპუტატმა.
ცნობისთვის, უკრაინაში უკვე ჩავიდა ოპოზიცია. რადას დეპუტატებთან შეხვედრებს "ლელოს" "დროასა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მართავენ.