ქრთამზე დაკავებული მერიის თანამშრომლები პატიმრობაში რჩებიან - სასამართლოს გადაწყვეტილება  

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ "სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.

"საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ახდენდნენ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე, კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ქრთამის სახით ფულადი თანხების შეგროვებასა და აღებას", - წერია სასამართლოს განცხადებაში.

საქმის მასალების მიხედვით გ.ს. მოქალაქეს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა თითქოს მისი ნაცნობების მეშვეობით დაასაქმებდა სატრანსპორტო კომპანიაში.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის  23 მარტს, 12 საათზე გაიმართება. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი