"გავხადოთ რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მყიფე" - ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოამზადეს

გამოქვეყნდა:

"გავხადოთ რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მყიფე" - ევროკავშირს სურს, შეაჩეროს მოსკოვი კაპიტალის გაყინვითა და ემბარგოთი. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირველად დაწვრილებით ისაუბრა იმ ძლიერ ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთს ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვამზადეთ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც მოიცავს უცხოურ კაპიტალზე წვდომის შეზღუდვასა და ექსპორტის კონტროლს, განსაკუთრებით ტექნიკურ საქონელზე“,- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მომავალიც, რუსეთის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება პოლიტიკის გადახედვა "გაზპრომთან" მიმართებაშიც. 

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს რუსეთიდან გერმანიამდე ტერიტორია უნდა დაეფარა. პროექტს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის გაორმაგებას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი