
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალდების ოქმი ცოტა ხნის წინ რუსთავის პოლიციაში გააცნეს, ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ქვეყნის განსავითარებლად, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება აუცილებელია.
ეს არის სამარცხვინო დადგენილება, იმიტომ რომ მე ამ დადგენილებას არ ვეთანხმები და არ ეთანხმება ბევრი ადამიანი. მე აქ ყველა გვერდზე წავუწერე ის, რაც უნდა იყოს ახლა მთავარი და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა, მე ამ ბრალდებების არ ვეთანხმები და შეთითხნილია და თავისუფლება მიშას.
ყველა გვერდზე ამ ბრალდებაზე წერია ეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ქალაქების და ქვეყნის განვითარება, ჩვენ თუ გვინდა ბოლოს ეს ქვეყანა არ დაიცალოს, რისთვისაც "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ახალი პოლიტიკური ბრალები კი არა მიშა სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ჩვენმა ქალაქმაც და ქვეყანამაც დაიწყოს განვითარება, - ამბობს დავით კირკიტაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, წინასაარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო. მათ შორისაა თავად კირკიტაძეც.
კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე გირაოს ითხოვს.
იხილეთ ასევე: