მსოფლიოში ომიკრონის ქვევარიანტი BA.2 ვრცელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მან ინფექციის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ეს შტამი განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკაში ვრცელდება.
გამოცემა კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ის უფრო გადამდებია ვიდრე თავად ომიკრონის შტამი, რომელიც თავდაპირველად, გასული წლის ნოემბერში, სწორედ სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.
გაერთიანებულ სამეფოსა და დანიაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი უკვე BA.2 შტამს უკავშირდება, თუმცა ქვეყნები არ საუბრობენ, რომ დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს.