რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

ბრალდების მხარე დღეს სავარაუდოდ, გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, პროკურატურამ პარლამენტს ენმ-ის წევრისთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნითაც მიმართოს.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის პოზიციას, ის ბრალს არ აღიარებს და ფიქრობს, რომ 4 თვის წინ მომხდარ ინციდენტზე მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი