"თავისუფლება მიშას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომა დატოვა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

"მე არ გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. თქვენ რაც გინდათ, ის მიიღეთ. თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!", - თქვა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

ბრალდების მხარე დღეს სავარაუდოდ, გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, პროკურატურამ პარლამენტს ენმ-ის წევრისთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნითაც მიმართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი