კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარო და კერძო საუბრებში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვან მესამე პრეზიდენტის უფლებები და მისცენ სათანადო სამედიცინო მომსახურების უფლება.

კელი დეგნანის თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას სახალხო დამცველს რეკომენდაციები. კელი დეგნანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებენ:

„მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როდესაც პოლარიზაცია ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.

ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ მის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს წვდომა და ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი დასკვნა 19 იანვარს გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი თანხმდება, რომ მათი რეკომენდაციები არ სრულდება და მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

უკვე თვენახევარია მასთან პირადი ექიმიც არ შესულა. რეალური ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უცნობია.

მესამე პრეზიდენტმა მასთან ექიმების შეშვება და სათანადო მკურნალობა სასამართლო პროცესზეც მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი