
პოლონეთში აშშ-ს ჯარის პირველი კონტინგენტი ჩავიდა - ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინის საზღვრებთან ახლოს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჟეშუვის ბაზაზე განთავსდებიან.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები ჩავიდნენ.
ჯარისკაცები მეორე ნაწილი პოლონეთში ხვალ ჩავა. სულ ქვეყანაში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.
აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნიდნენ დამატებით 3 ათასამდე სამხედროს, უკრაინის კრიზისის ფონზე, პოტენციური საფრთხისგან,, აღმოსავლეთი ევროპის დასაცავად.