მოსამართლემ, რომელიც მე მასამართლებდა, გაამართლა მარნეულის ყოფილი მერი, ბატონი აბაზოვი - დავით კირკიტაძე

გამოქვეყნდა:

მოსამართლე, რომელმაც დავით კირკიტაძეს დღეს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი გაამართლა და ციხიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, აბაზოვის სახელი უმძიმეს შემთხვევას უკავშირდებოდა, როდესაც მოქალაქე იძულებული გახდა, სახეზე შარდი შეეზილა:

"მე თქვენ მინდა გითხრათ, ვინ იყო ის მოსამართლე ვინც მე ახლა მასამართლებდა და გამოიტანა 5 000 ლარიანი გირაო. ეს არის მოსამართლე, რომელმაც გაამართლა და ციხიდან გამოუშვა ბატონი აბაზოვი, მარნეულის მერი, ადამიანი რომლის დავალებით წაიყვანეს და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ შარდი შეეზილა სახეზე. ეს ადამიანი გაამართლა ამ მოსამართლემ და დღეს მე, ადამიანი, რომელმაც დავურეკე პოლიციას და გამოვიძახე ადგილზე, რომლის განცხადების საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანაგუნდელებიც და მხარდამჭერებიც დაზარალდნენ ამ თავდასხმის შედეგად, შემეფარდა გირაო" განაცხადა დავით კირკიტაძემ "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.

დავით კირკიტაძე მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი