ხარკოვში კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა | ვითარება უკრაინაში

გამოქვეყნდა:

შეწყდეს რუსული აგრესია, ხარკოვი უკრაინაა - ამ ლოზუნგით უკრაინის ქალაქ ხარკოვში ათასობით ადამიანი გამოვიდა და კრემლის აგრესიული პოლიტიკა გააპროტესტა. უკრაინელებთან ერთად აქციას ხარკოვში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ამასთან უკრაინული არმიისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პარტია ჩაფრინდა კიევში. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად კი, პოლონეთში ამერიკული არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან.

დასავლეთის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს კრემლი და უკრაინის საზღვრებთან ჯარის მობილიზებასა და სამხედრო წვრთნებს აქტიურად აგრძელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნებით ვარაუდით რუსეთმა უკრაინის საზღვარზე შეჭრისთვის საჭირო ძალების 70%-ია მობილიზებული, რაც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი