უკრაინაში რუსეთის სამხედრო პროვოკაციის რისკი ყოველდღიურად იზრდება. მთელი მსოფლიო ხვდება - იმისათვის, რომ პუტინს არ გაუვიდეს, ყველა ერთად უნდა დადგეს და ევროპული ოჯახიც ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა დაიცვას. თუ პუტინს მაინც გაუვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გააგრძელებს მეზობელი სახელმწიფოების გადაყლაპვას და დღეს თუ ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ხვალ გაცილებით მეტს მოინდომებს.
რა რაკურსითაც არ შეხედავთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ძალიან მარტივი დასანახია, რომ სასწორზე ახლა საქართველოს მომავალიც დევს. მაგრამ რუსეთის ავანტიურის პარალელურად, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ისეთ ნაბიჯებს დგამს, ისე ლაპარაკობს და ისე იკატუნებს თავს, როგორც ამას პრორუსული ქვეყანა იზამდა.
სად მიუჩინა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ადგილი გლობალურ გეოპოლიტკურ რუკაზე - თენგო გოგოტიშვილი განგვიმარტავს.