შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აღარ გაიცემა | სააგენტო

გამოქვეყნდა:

მოსახლეობის რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება შეაჩერეს. ინფორმაციას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეისწავლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021“ - ისა და შპს „მნ ნორთი“ - ს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021“ - ის მიერ ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთი“ - ს, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია.

გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ - ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია.

გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა, - წერს სააგენტო. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი