მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ქვეყანა სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. მისი თქმით, მტერს უნდა ეშინოდეს უკრაინის და არა პირიქით.

"არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს განსხვავებული სცენარი აქვს, მაგრამ უკრაინა მზადაა ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი", - წერს დიმიტრი კულება.

დასავლეთი ელოდება, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიჭრას. არაერთი ქვეყანა უკრაინას სამხედრო თუ ფულადი რესურსით უკვე დაეხმარა. შეჭრის შემთხვევაში ამერიკაც და ევროპაც პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთს სანქციები დაეკსირება. უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგების მიუხედავად რუსეთი უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი