საგამოძიებო კომისიის საჭიროება არ არსებობს, ენმ-მ მოიგონა, რომ პარლამენტში დაბრუნება გაამართლოს - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მესამე პრეზიდენტის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომისიის "არანაირი საჭიროება არ არსებობს"

მაჭარაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მისი თქმით, კომისიის შექმნის ინიციატივა იყო საბაბი "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებულიყვნენ. 

"ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და უფლებრივ მდგომარეობასაც, გამომდინარე აქედან, არანაირი საჭიროება ამ კომისიის შექმნისა არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს", - ამბობს მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დღეს მიმართავს.

თუ კომისია შეიქმნება, ჯგუფის წევრებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ. დეპუტატებს სურთ დამნაშავეების იდენტიფიცირება  და ბრძანების გამცემი საჯარო მოხელეების დასაჯა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი". "გირჩს" საკუთარი პირობები აქვს, "საქართველოსთვის" წევრები კი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ. იცინიატივას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი