რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსით 180 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსით 180 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. კრემლის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 180 071 ადამიანი დაინფიცირდა, 661 კი გარდაიცვალა.

როგორც რუსი სპეციალისტები ამბობენ, ბოლო პერიოდში სიკვდილობის მაჩვენებელი კლებულობს. მაგალითისთვის, თუ 6 იანვარს ახალი კორონავირუსით 796 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 661 შეადგენს.

"ამერიკის ხმა" წერს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად, კრემლში მიაჩნიათ, რომ დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს და ზოგიერთი მათგანი სრულად უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ, გასულ კვირას პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს უახლოეს პერიოდში გააუქმებს.

აქვე ვლადიმირ პუტინმა ბიზნესს მიმართა და თქვა, რომ რუსეთში ჩაკეტვები ან შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.

ამ დროისთვის, კრემლის მიერ გავრცელებული მონაცემებით სულ რუსეთში Covid 19 12.8 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 335 414 აჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი