კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით, ახალი წევრების ხარჯზე ნატო-ს გაფართოების - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე. ამის შესახებ მან ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

მისი თქმით, აშშ-მ და ნატო-მ უგულებელყვეს მოსკოვის მოთხოვნები, რომ უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ალიანსის გარეთ დარჩებოდნენ, ასევე, თავს შეიკავებდნენ უკრაინაში იარაღის განთავსებაზე.

"ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ნატოს შემდგომი გაფართოების აღმოსავლეთით, რადგან ეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. ჩვენ არ მივდივართ ნატოში, ეს ნატო მოდის ჩვენთან და ამიტომ ალოგიკურია რუსეთის აგრესიულ ქცევაზე საუბარი", - თქვა პუტინმა. 

მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას. პუტინმა გამოხატა მზადყოფნა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და კვლავ უარყო, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი