საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პატივი უნდა სცენ საქართველოს, უკრაინის ბელარუსისა და მოლდოვას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მისი თქმით, ესეც კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია. ამ თემაზე მაკრონმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ნება, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა გარანტირებული იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპაში. არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით.

ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია", - თქვა მაკრონმა.

მისივე განცხადებით, ზელენსკი დღეს იმ ქვეყნის პირველი პირია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი სამხედრო იმყოფება და ის ნერვიულობს - "მე ვეტყვი მას ისევე, როგორც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებებს პროგრესის მიღწევა შეუძლია". 

დღეს მაკრონი მოლაპარაკებაზე უკრაინაში ჩავა. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი