
ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 42 ათასამდე გაიზარდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგოამრეობაა რეგიონებში, სადაც ინფიცირებულთა რეკორდული მატების გამო საავადმყოფოებში პაცინეტების მიღებასა და მკურნალობას ვერ ახერხებენ.
დღეისათვის, ბრაზილიაში კორონავირუსით 830 ათსი ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნაში შექმნილ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წევრ ქვეყნებს ეპიდემიის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.