
ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, 5 ოჯახი დახმარებას ითხოვს - საცხოვრებელ სახლებს მდინარე ბარცხანამ საძირკველი გამოაცალა.
ამ ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ დამცავი ჯებირები 2014 წელს ააშენა, თუმცა როგორც აღმოჩნდა უხარისხოდ. წელიწად-ნახევრის წინ ადგილობრივებმა სახლები დატოვეს და ქირით გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა მოუგვარებელია.
"რიჟვაძეც იყო, ჩიქოვანიც იყო, მაგრამ ასეა, ამ მდგომარეობაში. ერთი ჩაინგრა, მეორე მიყოლებით და წაყვება ახლა. ფიჩხი მაინც შეუყუდონ, ცოდოები ვართ, ჩვენი ნამუშევარია, მიაქვს ყველაფერი წყალს", - ამბობს ადგილობრივი, გიორგი სიხარულიძე.
ადგილზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ. ნაზი ფუტკარაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მდინარე სამშენებლო ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს, შემდეგ კი მოსახლეობა დააკმაყოფილონ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე