უნდა დაველოდოთ სასამართლოს, რამდენად დაიჯერებს, რომ გიგი უგულავამ სცემა მსოფლიო ჩემპიონი - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. იკითხებიან სამართალდამცველები, თუმცა უგულავას ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული პირები მოწმეებად ვერ გამოდგებიან, რადგან ისინი ინცინდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად არ დაუნახავთ რა მოხდა.  

გიორგი გელხაურის თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე შეთხზული და პოლიტიკურია და ბრალდების მხარე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

"ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მოწმე, რომელიც უშუალოდ შეესწრო იმ ფაქტს, როგორ სცემა გიგი უგულავამ მსოფლიო ჩემპიონი. ჩვენ გვყავს მოწმე, რომელიც შეესწრო იქ შექმნილ ვითარებას, დეტალურად მოუყვა გამოძიებას როგორ მივიდნენ გავაშელიშვილი და პარკაძე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილთან. ეს იყო დადგმული პროვოკაცია, უნდა დაველოდოთ სასამართლოს, რამდენად დაიჯერებს, რომ გიგი უგულავამ სცემა მსოფლიო ჩემპიონი”, - განაცხადა უგულავას ადვოკატმა გელხაურმა.

შემთხვევა 2019 წელს თბილისის აეროპორტში მოხდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს თითქოს გიგი უგულავამ მსოფლიო ჩემპიონი ბადრი გავაშელიშვილს სცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი