მარიამ მეყანწიშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია - ის დღეს გამოძიებას თავად მიმართავს

გამოქვეყნდა:

ქალს, რომელმაც სავარაუდო დამნაშავე დედა-შვილზე ძალადობაში ამხილა, ისევ ემუქრებიან. მარიამ მეყანწიშვილს პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებით აშანტაჟებენ, თუმცა პოლიციას ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ დრომდე არ მოუხდენია.

მეყანწიშვილი დღეს თავად აპირებს, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მისვლას და მუქარის შემცველი მტკიცებულებების წარდგენას. 

"გადავწყვიტე თვითონ მივიდე არა ხაშურის სამმართველოში, არამედ თბილისში. დაინტერესება რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, აქამდე წესით უნდა დამკავშირებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუქარის შემცველი ფაქტებია და არა მეგობრული რჩევა", - ამბობს მეყანწიშვილი.

შეგახსენებთ, ის "მთავარ არხთან" რამდენიმე დღის წინ ყვებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა-შვილზე მათი მეზობელი დაჩი ტაბატაძე სისტემატიურად ძალადობდა, რის გამოც, მათ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს. 50 წლის კაცი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი 5 თებერვალს, დილით ნახეს, დედას კი რამდენიმე საათში მიკროავტობუსი დაეჯახა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი