მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ანზორ ჩუბინიძეს დაკითხავს

გამოქვეყნდა:

თბილისი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს დაკითხავენ. ის სხდომას ესწრება.

"ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროცედურულად, დოკუმენტაციის თვალსაზრისით, ხარჯების გაწევა გაგრძელდა ზუსტად ისე, როგორც მანამდე ხდებოდა, თუმცა შინაარსობრივი თვალსაზრისით, არსებითად შეიცვალა სიტუაცია, და ჩვენ გვახსოვს არაერთი გახმაურებული შემთხვევა ხარჯების, რომელიც არანაირად არ შეიძლება ყოფილიყო გამართლებული, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში რომელიც ნახევარი მილიონი დაჯდა, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეძენილი სხვადასხვა ნივთები", - თქვა ადვოკატმა დიმიტირი საძაგლიშვლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას დიდი ხანია ითხოვენ. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩუბინიძეს, რომელიც სდსს-ის უფროსის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებშიც იკავებდა, არანაკლები თანხები აქვს დახარჯული იგივე მიზნებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი