კონფლიქტი, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, ძაღლის კბენის გამო დაიწყო - პროკურატურა მარნეულზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის ძაღლის კბენის გამო დაიწყო. დანაშაულის მოტივი კი შურისძიება გახდა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების მოითხოვს და შესაბამისი შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი