ლორდთა პალატაში მწვავე განხილვის შემდეგ, წერილი ბრიტანეთიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. მესამე პრეზიდენტის უფელბადამცველმა ნიკა გვარამიამ გზავნილი პირადად ლორდ ჰარისისგან მიიღო, სადაც ის შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართავს. რიჩარდ ჰარისი წერილში აკონკრეტებს - მან უკვე დაიწყო მუშაობა ხელისუფლებასთან, რათა გაერთიანებული სამეფო ჩაერთოს მესამე პრეზიდენტის საქმეში.
ძვირფასო ბატონო გვარამია,
გწერთ, როგორც ბატონ სააკაშვილის ადვოკატს, რათა გაგაცნოთ საკუთარი თავი. ცოტა ხნის წინ მე დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დავაყენე მისი პატიმრობის საკითხი და მსურს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელო.
მე ვარ ოქსფორდის ყოფილი ეპისკოპოსი და მჟამად ლორდთა პალატის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური პერი. ამ წერილის ასლს ასევე ვუგზავნი ლორდ კარლაილს, რომელიც არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული წამყვანი იურისტი და ლორდტა პალატაში ასევე დამოუკიდებელი პერის სტატუსი აქვს.
კეთილი სურვილებით
რიჩარდი
პენტრეგარტის ლორდი ჰარისი
ალექს კარლაილი
ბერიუს ლორდი კარლაილი, ბრიტანეთის იმპერიის საპატიო კომანდორი, სამეფო ადვოკატი
ლორდთა პალატა, - ნათქვამია წერილში.
ამ გზავნილის ფონზე ნათელი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდი ბრიტანეთში კომფორტულ გარემოში ნამდვილად არ ჩაივლის და შალვა პაპუაშვილს პირადად მოუწევს მწვავე შეფასებები მოსმენა, მათ შორის იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.