დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, კოვიდინფიცირებულებისთვის სავალდებულო იზოლაცია გაუქმდეს

გამოქვეყნდა:

ბორის ჯონსონი კოვიდინფიცირებულებისთვის სავალდებულო იზოლაციის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ დეტალებს, რომელსაც მთავრობის სტრატეგია "კოვიდთან ერთად ცხოვრებისთვის" მოიცავს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი 21 თებერვალს გაავრცელებს. 

ჯონსონის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება გახდა. ქვეყანაში გუშინ 66 183, გარდაცვალების კი 314 შემთხვევა დაფიქსირდა. 

გამოცემა წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ორი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 73.5%, "ბუსტერ" დოზით კი 56%. 

ცნობისთვის, დღეს მოქმედი რეგულაციები ინფიცირებულებისთვის ხუთდღიან სავალდებულო იზოლაციას გულისხმობს და 24 მარტამდეა ძალაში. 

შეგახსენებთ, რომ იზოლაციის ვადის შემცირებას საქართველოც განიხილავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი