
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც კიევში ტერაქტს გეგმავდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირი ადგილობრივი, რომელმაც მომზადება ბელარუსში გაიარა.
უკრაინის უშიშროების თქმით, ბრალდებული მაშინ დააკავეს როცა ის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენობასთან მანქანის დაწვას ცდილობდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ასევე დააკავეს პირი, რომელიც ემუქრებოდა მედიის წარმომადგენლებსა და უცხოეთის მოქალაქეებს. კერძოდ, ის მათ სახლებთან ტოვებდა მუქარისშემცველ წარწერებს და ავრცელებდა ინფორმაციას შენობების ვითომდა დანაღმვის შესახებ.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიზანი ქვეყანაში, სიტუაციის დაძაბვა იყო.