
"მუნჯის საუბარი ყრუსთან" - ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრა.
ლავროვმა განცხადება ლიზ ტრასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"გულწრფელად გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ, გამოგვდის მუნჯის საუბარი ყრუსთან, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის" - თქვა ლავროვმა.
ლიზ ტრასმა კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი და რუსეთს დაუწესდება მძიმე სანქციებიც
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს და ეს იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი. გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები დააწესებენ მძიმე სანქციებს, რომელთა სამიზნე იქნება ინდივიდები და ინსტიტუციები. აშშ-მ მკაფიოდ თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ გაგრძელდება" თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.