
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებების გამო, ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.
ორგანიზაცია სისტემიდან გათავისუფლებული 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს.
TI-ს ცნობით, 5 დასრულებული საქმის შედეგად 202 672 ლარი უკვე გადახდილია, 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.